შაბათი, ივლისი 18, 2026

ძლიერი ქარის გამო იმერეთში 7000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება


ძლიერი ქარის გამო იმერეთში 7000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

იმერეთს ძლიერი ქარის შედეგად დიდი ზარალი მიადგა. ძირითადად დაზიანდა ინფრასტრუქტურა. ქარიშხლის შედეგად მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავებია გადახდილი, ასევე დაზიანებულია 5 ავტომობილი. ამ ეტაპზე იმერეთის მასშტაბით ელექტროენერგია 7 000 აბონენტს არ მიეწოდება. საავარიო ბრიგადების მიერ მიმდინარეობს როგორც მაღალი ძაბვის გადამცემი, ასევე ადგილობრივი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დროულად დახმარებას ითხოვს. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია