- ივნისი 08, 2026
ძლიერი ქარი ოზურგეთში – წაქცეული და გადატეხილია ელექტრობოძები, გადახდილია სახურავებიც
- მარტი 06, 2023
- , პოლიტიკა
დღეს, დილიდან ძლიერი ქარია ოზურგეთში. „გურია ნიუსი“ არაერთ სოფელს დაუკავშირდა, სადაც გვეუბნებიან, რომ შუქი ჩაქრა, წაქცეულია ელექტრობოძები. ქარმა ზიანი გამოიწვია ბოხვაურში, ნატანებში და სხვა სოფლებშიც. წაქცეულია ელექტრობოძები. _ ნატანებში სახლს საურავი გადააძრო. ბოძი გადატყდა. ასევე არაერტ ადგილზე გადატეხილი ელექტრობოძები. ვატარებთ ღონისძიებებს, _ გვითხრა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ოზურგეთის მენეჯერმა გია ნაკაიძემ. _ძლიერი ქარი ამ წუთებშიც გრძელდება. უცებ, საშინელი ხმაურით მოვარდა, ფანჯრები ჩაამსხვრია. შუქი ჩაქრა. ვიმედოვნებთ, ჩადგება, _ გვითხრა ჭანიეთიდან ირმა სურგულაძემ. [simple-author-box]