- ივნისი 08, 2026
ძლიერ მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- თებერვალი 06, 2023
- , პოლიტიკა
BBC-ის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრა მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, სირიის საზღვრის მახლობლად, რის შედეგადაც 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 საათზე (01:17 GMT) დაფიქსირდა 17,9 კმ სიღრმეზე (11 მილი) ქალაქ გაზიანტეპთან. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, რომ თურქეთში დაღუპულთა რიცხვი 284-მდე გაიზარდა. სირიაში 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება სახელმწიფო მედია. არსებობს შიში, რომ უახლოეს საათებში დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება.