- ივნისი 08, 2026
ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა
- თებერვალი 19, 2022
- , პოლიტიკა
ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ნიდერლანდელი მიხაელ კორელი სუფთა გდებით დაამარცხა. 100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა. თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა.