- ივნისი 08, 2026
„დროსტარება“
- მაისი 29, 2022
- , პოლიტიკა
ვაჟა-ფშაველას ძალიან უყვარდა დროსტარება. ვაჟას დარად არც ილია იყო გულგრილი დროსტარების მიმართ. ილიაობაზე ყველას თავისთან ეპატიჟებოდა ხოლმე საგურამოში, თან წესად ჰქონდა, მისი ოჯახიდან ფზიზელი არავინ უნდა გამოსულიყო. ერთ-ერთ ილიაობაზე ვაჟა-ფშაველაც მოხვედრილა და შეზარხოშებულა თუ არა შინ წასვლა მოუნდომებია – ვაჟამ სმაში ზომა იცოდა. ვინ არ მიუსვა ილიამ, რომ დაეთროთ, მაგრამ ფშაველი რის ფშაველი იყო, სიტყვას რომ გადასულიყო. წასასვლელად გამზადებული ვაჟა გარეთ გამოსულა და რას ხედავს: არყით აყროლებული ცხენი ფეხზე ვეღარ დგას. ტორტმანებს. გულიანად გაუცინია პოეტს და უთქვამს: მე რომ ვერ მომერიეთ, ცხენი დამითვრეთო... და იმ ღამეს საგურამოში დარჩენილა. [simple-author-box]