შაბათი, ივლისი 18, 2026

დრიუ ბერიმორი ჟურნალისტმა გააბრაზა


დრიუ ბერიმორი ჟურნალისტმა გააბრაზა

The Sun-ის ინფორმაციით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი დრიუ ბერიმორი ცოტა ხნის წინ პირადი საქმეების გამო ქალაქ ლონდონში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. დილას, ერთ-ერთი სასტუმროდან გამოსული ქალი ადგილობრივმა ჟურნალისტმა შენიშნა და ინტერვიუსთვის მიუახლოვდა. მსახიობს საუბარზე უარი არ უთქვამს. მაგრამ ჟურნალისტი უტაქტოდ დაინტერესდა ბერიმორის „წარსული ცოდვებით“ და ზედიზედ დააყარა კითხვები წამალდამოკიდებულებისადმი მიდრეკილებაზე. რასაკვირველია ამერიკელი ქალბატონი ასეთ საქციელს ნამდვილად არ მოელოდა. ვინაიდან ინგლისელი პრესის მუშაკი ახალგაზრდა ქალი ბრძანდებოდა, “ჩარლის ერთ-ერთმა ანგელოზმა“ მასზე ხელი არ აღმართა, სამაგიეროდ გამოლანძღა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია