- ივნისი 08, 2026
დონალდ ტუსკი: ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი უნდა გაძლიერდეს
- მარტი 02, 2025
- , პოლიტიკა
BBC- ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ნატო-ს აღმოსავლეთი ფლანგი უნდა გაძლიერდეს. „ეს იქნება თითოეული ევროპული სახელმწიფოს განზრახვებისა და შესაძლებლობების რეალური გამოცდა, რომ მეტი ევროპული ჯარი იყოს ფინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში რუსეთისა და ბელარუსის საზღვარზე“, - ამბობს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი . ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერს იტალიის პრემიერ- მინისტრ ჯორჯია მელონის წინადადებას ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების სამიტის მოწვევის შესახებ.