შაბათი, ივლისი 18, 2026

დონალდ ტრამპი და „Tik Tok”


დონალდ ტრამპი და „Tik Tok”

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა „TikTok“-ზე დარეგისტრირდა. სოციალურ პლატფორმაზე ტრამპის პირველი ვიდეო პირველ ივნისს აიტვირთა. საინტერესოა, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, მას „TikTok“-ის აკრძალვა სურდა. სამაგიეროდ დღეს მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი გახდა. ტრამპს უკვე მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. საინტერესოა, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ამავე პლატფორმაზე მხოლოდ 335 ათასამდე გამომწერი ჰყავს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია