- ივნისი 08, 2026
დოდო ჭიჭინაძის „თავგადასავალი“
- ივლისი 02, 2023
- , პოლიტიკა
მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს მრავალი სასაცილო ამბავი გადახდენია თავს. ერთხელ საგარეჯოს კულტურის სახლში სპექტაკლი „მეფე ერეკლე“ დაიდგა. ანა ბატონიშვილის როლს დოდო ჭიჭინაძე ასრულებდა, ბესიკისას - იაკობ ტრიპოლსკი. ერთ სცენაში ანა თავს იკლავდა, ბესიკი კი სატრფოს დასტიროდა. ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე 8-9 წლის აღელვებული ბიჭუნა ავარდა, დააკვირდა „გარდაცვლილ“ მსახიობს და გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს განა, სუნთქავს! უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი, რომელიც მოგვიანებით აპლოდისმენტებმა შეცვალა. [simple-author-box]