შაბათი, ივლისი 18, 2026

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი – რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ


დნეპროპეტროვსკის გუბერნატორი – რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ

რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი “გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს თქმით, რუსები ნიკოპოლს მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ. ყველაზე მეტად რაიონული ცენტრი დაზარალდა, სადაც 30-ზე მეტი ჭურვი დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა. „დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები და გაზსადენები. დაზიანებულია მზის 50 პანელი“, - აცხადებს ვალენტინ რეზნიჩენკო. მისივე თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არც ჩერვონოგრიგოროვკასა და მარგანეცის თემებში მოჰყოლია, სადაც რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსი, ელექტროგადამცემი ხაზი და გაზსადენი დაზიანდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია