შაბათი, ივლისი 18, 2026

დმიტრო კულება – უკრაინის ქალაქებში შესული რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ


დმიტრო კულება – უკრაინის ქალაქებში შესული რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ

უკრაინის ქალაქებში შესული რუსი ჯარისკაცები ქალებს აუპატიურებენ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ლონდონში განაცხადა. „როდესაც შენს ქალაქებს ბომბები ეცემა და ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, როცა რუსი ჯარისკაცები უკრაინის ქალაქებში ქალებს აუპატიურებენ - ძნელია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო სამართლის ეფექტურობაზე საუბარი. თუმცა, ეს არის ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, რათა დავრწმუნდეთ, რომ საბოლოოდ ყველა, ვინც ეს ომი შესაძლებელი გახადა, სამართლის წინაშე წარდგება", - განაცხადა კულებამ. Reuters აღნიშნავს, რომ უკრაინას საგარეო საქმეთა მინისტრს, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჯერ მტკიცებულება არ წარუდგენია, გამოცემა კი ჯერ დამოუკიდებლად ფაქტის გადამოწმება ვერ მოახერხა. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია