- ივნისი 08, 2026
დისტრიბუციის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯებირს შეეჯახა
- მაისი 15, 2025
- , პოლიტიკა
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ "ინფო რუსთავი" ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე დისტრიბუციის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გონაშვილის სახელობის სკვერის რკინის ჯებირს შეეჯახა და შეანგრია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.