შაბათი, ივლისი 18, 2026

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს აღარ დატოვებს.


დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 ოქტომბერს აღარ დატოვებს.

როგორც BBC იუწყება, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბრექსითის გახანგრძლივება 2020 წლის 31 იანვრამდე მოხდება. ცნობისთვის, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თარიღის გადავადება მოითხოვა, რადგან პარლამენტმა ვერ შეძლო ბრექსითის შესახებ შეთანხმება. ბრიტანეთს 31 იანვრამდე შეუძლია დატოვოს ევროკავშირი თუ გარიგებას პარლამენტი დაამტკიცებს. პრემიერ-მინისტრმა ჯონსონმა არაერთხელ თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმებით ან შეუთანხმებლად 31 ოქტომბერს დატოვებდა, მაგრამ კანონის გამო იძულებული გახდა თარიღის გადავადება ეთხოვა. თუ მხარეები ჯონსონი-იუნკერის შეთანხმების რატიფიცირება მოხდება, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან გასვლას ვადაზე ადრე შეძლებს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია