- ივნისი 08, 2026
დიალოგისთვის, უკრაინამ უნდა აღიაროს ტერიტორიების დაკარგვა – პუტინი
- იანვარი 06, 2023
- , პოლიტიკა
„ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ღიაობა სერიოზული დიალოგისთვის, იმ პირობით, რომ კიევის ხელისუფლება შეასრულებს ცნობილ და არაერთხელ გაჟღერებულ მოთხოვნებს და გაითვალისწინებს ახალ ტერიტორიულ რეალობას“, - ნათქვამია reuters-ის ცნობით კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საუბარს ეხება. პუტინმა ასევე „აღიარა დასავლეთის დესტრუქციული როლი, იარაღის გადატუმბვა კიევში“, - ნათქვამია კრემლში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს მთელი რიგი ენერგეტიკული საკითხები, მათ შორის თურქეთში გაზის ჰაბის შექმნა და აკუიუ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა.