შაბათი, ივლისი 18, 2026

დღეს სპეციალური სამსახური გიორგი შეწირულს კიდევ ერთხელ გამოკითხავს


დღეს სპეციალური სამსახური გიორგი შეწირულს კიდევ ერთხელ გამოკითხავს

დღეს, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტელეკომპანია პირველი ოპერატორს გიორგი შეწირულს კიდევ ერთხელ გამოკითხავს. გუშინ, 11 დეკემბერს მედიაომბუდსმენის ჩართულობით ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ საგამოძიებო სამსახურს გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს შავებში ჩაცმული, ნიღბიანი უცნობი პირები 7 დეკემბერს, ღამით დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ თბილისის ცენტრში, პარლამენტიდან რამდენიმე მეტრში, ბესიკის ქუჩაზე. ჟურნალისტი და ოპერატორი ინგოროყვას კლინიკიდან ახლახან გამოწერეს ამ დრომდე გამოძიებას დამნაშავე პირები არ გამოუვლენია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია