შაბათი, ივლისი 18, 2026

დღეს ოზურგეთში თხილის გატეხვა დაიწყეს: „ფასი კიდევ შემცირდა“


დღეს ოზურგეთში თხილის გატეხვა დაიწყეს: „ფასი კიდევ შემცირდა“

დღეს, დილიდან ოზურგეთში, თხილის გატეხვა და გულის შემოწმება დაიწყეს. ვარგისიანობას, გასული წლების მსგავსად, საღი გულის მეშვეობით ამოწმებენ. ერთი კილოგრამი „ბერძნულა“ დღეს 4,10 ლარი ღირს. „გულშიშველა - 3, 90 ლარი, ზოგან - 4 ლარიც. _მოკლედ, აირია თხილის ირგვლივ ვითარება. ახლა 15 აგვისტომდე ამ „მტეხლაობის“ და ფასების სათავისოდ დალაგებას მოუნდებიან, _ გვეუბნებიან სოფლებიდან ჩამოსული ადამიანები, რომლებიც გამუდმებით გვთხოვენ თხილის ფასის ირგვლივ ყველაფერი გავაშუქოთ. თან ტომრებით ხელში სხვადასხვა პუნქტებში დარბიან, რომ როგორმე, თუნდაც 5 თეთრით, მეტ ფასად ჩააბარონ საკუთარი თხილი. როგორც „გურია ნიუსთან“ თქვეს, თხილს ჯერ მხოლოდ ტეხენ და გულის რაოდენობის მიხედვით, ფასის გაცემა არ დაუწყიათ. (გასულ წლებში საღი გულის, ერთი ცალის ფასი, 40-50 თეთრი იყო და ამის მიხედვით გამოჰყავდათ ერთი კილოგრამის ფასი, ათ მარცვალზე გადაანგარიშებით). [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია