შაბათი, ივლისი 18, 2026

დღეს გომის მთაზე ადამიანები ერთ საათით დაგვიანებით გაუშვეს


დღეს გომის მთაზე ადამიანები ერთ საათით დაგვიანებით გაუშვეს

გომის მთაზე მისასვლელი გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადამიანებს მანქანით ასვლა კურორტზე მხოლოდ შაბათ-კვირას შეუძლიათ. შაბათს 2 საათზე იხსნება გზა. დღეს კი, ამ დროისთვის მისულ ადამიანებს უთხრეს, რომ სამი საათისთვის შეძლებდნენ გომის მთაზე ასვლას. როგორც იქ მყოფმა ადამიანებმა გვითხრეს, მიზეზი, რის გამოც მოუწიათ ერთ საათზე მეტი ლოდინი, არავის განუმარტავს. „მესმის, რომ გზა კეთდება და ყველა მივესალმებით ამ პროექტის გახორციელებას, მაგრამ დღეს რომ გზაზე გვეუბნებიან, დღეს სამ საათზე გაგიშვებენ გომის მთისკენო, ეს არ არის მართებული საქციელი“, _ გვითხრეს ე.წ. ჟეშტერის საცივთან გაჩერებულებმა ადამიანებმა. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია