შაბათი, ივლისი 18, 2026

დღეს “კაცების” ფანები მარშს გამართავენ


დღეს “კაცების” ფანები მარშს გამართავენ

დღეს "კაცების" ფანების მარში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, მარშის მონაწილეები 19:30-ზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით მივლენ. „კაცები“ - პოპულარული ქართული იუმორისტული თოქშოუა, რომელიც ირაკლი კაკაბაძეს, დავით ლაბაძეს, ირაკლი ვახტანგიშვილსა და გიორგი ჯანელიძეს მიჰყავთ. პირველი გადაცემა 2018 წლის 6 თებერვალს (Facebook) და 1 მაისს (პირველი არხი) გავიდა ეთერში. 2023 წლის აგვისტოში პირველმა არხმა გადაცემა დახურა და ჩვენება მხოლოდ Youtube-ზე გაგრძელდა. ამავედროულად პირველი არხის პლატფორმაზე, 1TVPLAY-ზე, „კაცების“ ახალი პროექტი, „კაცები Play“, დაიწყო. 2023 წლის დეკემბრის ბოლოს პირველმა არხმა „კაცები Play“-იც დახურა, რის შემდეგ გადაცემა Youtube-ზე გამოდის. 2024 წლის 3 დეკემბერს,ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, გადაცემის გამოშვება დროებით შეჩერდა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია