- ივნისი 08, 2026
დღეიდან პურის ფასი 5 თეთრით გაიზარდა
- ივლისი 05, 2021
- , პოლიტიკა
ამ დილიდან ოზურგეთის მაღაზიებში ასეთ წარწერას შეხვდებით: „5 ივლისიდან პურის ფასი იზრდება 5 თეთრით“. კითხვაზე, რის მიხედვით ხდება ფასის მატება _ წონის, ფორმის, ფერის თუ სხვა ნიშნით, გვიპასუხეს: _ ნებისმიერი სახის პური, წონის მიუხედავად, თუ ღირდა 80 თეთრი, აწი 85 თეთრად შეიძენთ. თუ ღირდა 1 ლარი, ერთ ლარს და 5 თეთრს გადაიხდით და ასე შემდეგ. თუ რატომ გაძვირდა პური, პასუხი ასეთია: რის ფასი არ გაზრდილა, რომ პური არ გაძვირდეს? ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ დიდი ხანია, ძალიან გძვირდა პურის ფქვილი. 50 კგ-იანი ფქვილის ფასი დღეს 70-75 ლარს აღწევს. ხარისხის მიხედვით, შესაძლოა, 2-3 ლარით ნაკლებად ან მეტად შეიძინოთ. მოქალაქეები ვარაუდობენ, რომ ახლა პურის ფქვილის საცალო ფასსაც გაზრდიან. ავტორი: მარინა ჩიხლაძე