შაბათი, ივლისი 18, 2026

დღეიდან 55 წელს გადაცილებული პირების, დიალიზზე მყოფთა და ორგანოგადანერგილთა ვაქცინაცია დაიწყება


დღეიდან 55 წელს გადაცილებული პირების, დიალიზზე მყოფთა და ორგანოგადანერგილთა ვაქცინაცია დაიწყება

დღეიდან ვაქცინაციის პროცესში 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანო გადანერგილი პირები ჩაერთვებიან. დიალიზზე მყოფთა აცრა იმ დაწესებულებებში დაიწყება, სადაც ისინი მკურნალობენ. ამ დროის მონაცემებით, 11 ათასზე მეტი ადამიანი კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა, ხოლო 20 ათასამდე მოქალაქე იმუნიზაციის პროცესში ჩასართავად დარეგისტრირდა. დღესვე, ჯანდაცვის მინისტრი, დავაადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები და ჩინეთის ელჩი, ჩინურ ვაქცინას, „სინოფარმს“ საზოგადოებას წარუდგენენ. ცნობისთვის, საქართველომ „სინოფარმის“ წარმოების ვაქცინის 100 ათასი დოზა გასულ კვირას მიიღო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, Aსტრაძენეცა-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი არჩევანია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია