- ივნისი 08, 2026
დევდორაკის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
- მარტი 12, 2025
- , პოლიტიკა
დევდორაკის საავტომობილო გვირაბში 13 მარტს სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. "საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით 2025 წლის 13 მარტის 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დევდორაკის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე",_ ნათქვამია ინფორმაციაში.