შაბათი, ივლისი 18, 2026

„დედა-შვილი, ახლა ქმარი, ათ დღეში სამი მიცვალებული ერთ ოჯახში “ – ტრაგედია სენაკში


„დედა-შვილი, ახლა ქმარი, ათ დღეში სამი მიცვალებული ერთ ოჯახში “ – ტრაგედია სენაკში

როგორც „გურია ნიუსი“ რამდენიმე დღის წინ წერდა, სენაკში კორონავირუსმა დედა-შვილი იმსხვერპლა, ხოლო ოჯახის მესამე წევრი _ მამა, მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფლებაში სიკვდილს ებრძოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი გუშინ გარდაიცვალა. „საშინელებაა... დედა-შვილი და ქმარი... ათ დღეში სამი მიცვალებული ერთ ოჯახში. მთელი სენაკი გლოვობს ოჯახის ამ უმძიმეს ტარგედიას“, _ ამბობს წყარო. "გურია ნიუსს" ფაქტი სააგენტოს სენაკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრშიც დაუდასტურეს. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია