შაბათი, ივლისი 18, 2026

დედამიწაზე ტემპერატურის მატება ადამიანების სიმაღლეს შეამცირებს


დედამიწაზე ტემპერატურის მატება ადამიანების სიმაღლეს შეამცირებს

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი დედამიწაზე ტემპერატურასა და ძუძუმწოვართა ზომებს შორის. ევოლუცია აჩვენებს, რომ გლობალური დათბობა ადამიანებს ტანმორჩილად აქცევს. ევოლუციური პროცესების ანალიზმა აჩვენა, რომ ძუძუმწოვრების ზომები აციების პერიოდში იზრდება და დათბობის დროს მცირდება. გათხრების დროს მიღებული შედეგების, გარემოს ტემპერატურასთან შედარებისას, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძუძუმწოვართა მესამედი მცირდება გლობალური დათბობის დროს. ექსპერტებმა დაასკვნეს,რომ ადვილი შესაძლებელია მსგავსი პროცესები კაცობრიობასაც ელოდებოდეს. შედეგად, ადამიანები ტანმორჩილები გახდებიან. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია