- ივნისი 08, 2026
დედამიწას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება
- აპრილი 02, 2022
- , პოლიტიკა
გასულ წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სტანდარტი ვერცერთმა ქვეყანამ ვერ დააკმაყოფილა. „Reuters“-ის ინფორმაციით, ჯანმოს ახალი რეკომენდაციების მიხედვით, ჰაერში მცირე მყარი ნაწილაკების - PM2,5 რაოდენობა კუბურ მეტრზე 5 მიკროგრამს არ უნდა აჭარბებდეს. შვეიცარიულმა კომპანიამ „IQAir” ჰაერის ხარისხი 6 475 ქალაქში ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ ჯანმოს სტანდარტების შესაბამისი ჰაერი მხოლოდ 222-ში დაფიქსირდა. სტანდარტები დააკმაყოფილა სამმა ტერიტორიამ - საფრანგეთის ახალმა კალედონიამ და აშშ-ის პუერტო-რიკომ და ვირჯინის კუნძულებმა. ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე ქვეყნებს შორის ჩადი, პაკისტანი, ინდოეთი და ბანგლადეში ლიდერობენ. აქ ჰაერში PM2,5-ის მაჩვენებელი რეკომენდებულზე სულ მცირე 10-ჯერ მაღალია. ყველაზე სუფთა ჰაერი კი ავსტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში, სადაც PM2,5-ის რაოდენობა დაშვებულ ნორმას 1-2-ჯერ აღემატება.