- ივნისი 08, 2026
დავით შარაშიძე: “არანაირი ანძის განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იგეგმება”
- ოქტომბერი 01, 2024
- , პოლიტიკა
როგორც უკვე ვწერდით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კურორტ ბახმაროს ცენტრში ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი _ კარუსელი აიღეს. ჩვენი წყაროს თქმით, აღებული კარუსელის ახლოს სატელეფონო გადამცემი ანძის დადგმა იგეგმება. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩოხატაურის მერთან დავით შარაშიძესთან ვცადეთ, რომელმაც კომენტარი რამდენიმე წუთის წინ მოგვაწოდა: "არანაირი ანძის განთავსება აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იგეგმება. ასევე, არასწორია ინფორმაცია, რომ, თითქოს, ატრაქციონი გაუქმდა _ პირიქით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ბახმაროში ახალი სკვერი და ატრაქციონები მოაწყო. მერია ყოველთვის ზრუნავს დასასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობაზე", _ამბობს მერი.