შაბათი, ივლისი 18, 2026

დავით მჟავანაძე: „მიშას მხარდამჭერ მიტინგზე, ოზურგეთიდან ღირსეულად წარვდგებით“


დავით  მჟავანაძე: „მიშას მხარდამჭერ მიტინგზე, ოზურგეთიდან ღირსეულად წარვდგებით“

ხვალ, 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგზე, რომელიც დაანონსებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, მხარდამჭერები ოზურგეთიდანაც მიემგზავრებიან. _მივდივართ მიშას მხარდამჭერ მიტინგზე და ღირსეულად წარვდგებით. სამი დღეა, უამრავი ადამიანი გვირეკავს, ვისაც წამოსვლა სურს, - თქვა „გურია ნიუსთან“ ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დავით მჟავანაძემ. მისი თქმით, მხარდამჭერი, შესაძლოა, სულაც არ იყოს ენმ-ს წევრი, თუმცა გამოხატოს პროტესტი ექსპრეზიდენტის დაკავების გამო. _დილიდან შევიკრიბებით. ალბათ, 12 საათზე გავალთ ოზურგეთიდან. აქცია საღამოს ექვს საათზე იწყება, - გვითხრა დავით მჟავანაძემ. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია