შაბათი, ივლისი 18, 2026

დავა და ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე


დავა და ჩხუბი ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე

ამ წუთებში მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც ერთმანეთს კვლავ "ნაციონალი" და "ქართული ოცნების" დეპუტატები დაუპირისპირდნენ. _ რატომ ვერ აითვისეთ ბიუჯეტის ორი მესამედი? გამეცით პასუხი _ მიმართა საკრებულოს ნაციონალმა წევრმა თათია ნიკოლაიშვილმა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის წლიური ანგარიშის შესახებ სიტყვით გამოსულ პავლე ჭყონიას და დანარჩენ წევრებს. _ კითხვა დასვი და გიპასუხებთ. თქვენი პარტია კორუფციაზე როგორ საუბრობს? დადასტურებული დამნაშავე კეზერაშვილი გაფინანსებათ, რომელმაც ჯარი გაძარცვა, პენსიონერები ევროპაში ზედ მიაყოლა, _ უთხრა ოცნების დეპუტატმა ქეთი ხომერიკმა. მხარეებმა ერთმანეთს არანაირად არ მოუსმინეს. ამ დროისთვის, "ნაციონალებმა" რომლებიც სხდომაზე იყვნენ, დატოვეს დარბაზი. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია