შაბათი, ივლისი 18, 2026

დაუყოვნებლივ წაშალეთ! – Android-ის 5 აპლიკაცია, რომლებიც თქვენს ფინანსურ მონაცემებს საფრთხეს უქმნის


დაუყოვნებლივ წაშალეთ! – Android-ის 5 აპლიკაცია, რომლებიც თქვენს ფინანსურ მონაცემებს საფრთხეს უქმნის

კიბერუსაფრთხოების ექსპერტებმა 5 Android აპლიკაცია გამოავლინეს, რომლებიც Google Play Store-ზე იყო ხელმისაწვდომი. აღნიშნულ აპლიკაციებს, რომლებიც ჯამში ასი ათასზე მეტჯერ გადმოწერეს, მობილურში ბანკინგის ტროიანები შეჰყავდა, ანუ ფინანსური ინფორმაციის კუთხით სახიფათო პროგრამები. გამოაშკარავებული კამპანიები მიზანში რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეებს იღებს. ეს სახელმწიფოებია: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ესპანეთი, სლოვაკია, სლოვენია და ჩეხეთის რესპუბლიკა. ყველა კამპანიას ერთი რამ აქვს საერთო: მათ Android აპლიკაციების გავლით მობილურში მავნე პროგრამა შეჰყავთ, კერძოდ Anatsa ბანკინგის ტროიანი. გარდა ამისა, აღნიშნულმა აპლიკაციებმა Google Play Store-ზე შეაღწია, ანუ დაცვის სისტემას აუარა გვერდი. ეს პროგრამებია: Phone Cleaner - File Explorer(com.volabs.androidcleaner) PDF Viewer - File Explorer (com.xolab.fileexplorer) PDF Reader - Viewer & Editor(com.jumbodub.fileexplorerpdfviewer) Phone Cleaner: File Explorer(com.appiclouds.phonecleaner) PDF Reader: File Manager(com.tragisoap.fileandpdfmanager) ეს აპლიკაციები თავიანთ ფუნქციებს ჩვეულებრივად ასრულებს. ისინი ჯამში 130 ათასმა ადამიანმა გადმოწერა. მეორე მხრივ, მკვლევრების აზრით, მეტად სავარაუდოა, რომ მსხვერპლის რიცხვი 200 ათასს შეადგენდეს. სპეციალისტები Android-ის მომხმარებლებს აფრთხილებენ, რომ Play Store-იდან გადმოწერის დროსაც კი განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. იგი ზოგადად უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა იშვიათად შიგნით მავნე აპლიკაციაც აღმოჩნდება ხოლმე. განაგრძეთ კითხვა



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია