- ივნისი 08, 2026
დატკბით ამ მშვენიერი დღეებით _ მეტეოროლოგი
- თებერვალი 25, 2023
- , პოლიტიკა
მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს. "ზამთრის ბოლო დღეები საქართველოში ამინდის მხრის სადღესასწაულო იქნება. ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი - ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ. ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება - თბილ და მზიან დღეებს გვპირდება, რაც უკვე სახეზეა, საქართველოში ყველგან გამოიდარა. კონკრეტულად 28 თებერვლის ჩათვლით: დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, დათბება ღამით +7, +9, დღისით +20, +22 გრადუსამდე. ზეგ უკვე აღმოსავლეთში ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება დღისით, ღამით კი ცოტათი ეციება მაგრამ ყინვა აღარ იქნება. ასე, რომ დატკბით ამ მშვენიერი დღეებით, კალენდარულად ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ მარადიული გაზაფხული ჩვენს გულებში გაღვივებას იწყებს... მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე"