- ივნისი 08, 2026
დაჭრილი მამის გადარჩენა ვერ მოხერხდა – შვილი ადგილზე დაიღუპა
- აპრილი 28, 2025
- , პოლიტიკა
გორში დაჭრილი შუახნის მამაკაცი ცოტა ხნის წინ, კლინიკაში დაიღუპა. ინფორმაცია "გურია ნიუსს" ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა დაუდასტურა. შეგახსენებთ, შემთხვევა დღეს , წმინდაწყლის დასახლებაში მოხდა. სროლის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული მამა-შვილია. როგორც ცნობილია, სავაჭრო ცენტრ "გალერეასთან" მამა-შვილს ერთ-ერთმა მოვაჭრემ ესროლა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-109 მუხლით(განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) დაიწყო. ბრალდებული უკვე დაკავებულია.