შაბათი, ივლისი 18, 2026

დასრულდა თუ არა გურიაში სტიქიის შედეგების აღწერა


დასრულდა თუ არა გურიაში სტიქიის შედეგების აღწერა

გურიაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა გრძელდება და ჯერ დასრულებული არ არის,_ ამის შესახებ "გურია ნიუსს" გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში განუცხადეს. ცნობისთვის, თებერვლის ბოლო რიცხვებში დიდთოვლობამ რეგიონში პრობლემები შექმნა. დაზიანდა არაერთი საცხოვრებელი სახლის სახურავი. დაიღუპა 2 ადამიანი. როგორც 3 მარტს ცნობილი გახდა, დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია მუშაობს. დღეს კი გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, გურიას სტიქიის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებებისთვის სარეზერვო ფონდიდან 2 569 048 ლარი გამოეყო. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია