შაბათი, ივლისი 18, 2026

დაპირისპირება სუფრაზე სისხლიანი გარჩევით დასრულდა


დაპირისპირება სუფრაზე სისხლიანი გარჩევით დასრულდა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯვარეში 3 კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით დაჭრას წინ დაპირისპირება უძღოდა, რომელიც ფანჩატურში, სუფრაზე დაიწყო. ინციდენტში მონაწილე პირები, მეზობელი სოფლებიდან არიან. დაჭრილებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის ი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/ შენახვა) მუხლებით არის დაწყებული.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია