შაბათი, ივლისი 18, 2026

დამწვარი და დაღუპული ტურისტები _ რუსეთში ტურისტების ვერტმფრენი ჩამოვარდა


დამწვარი და დაღუპული ტურისტები _ რუსეთში ტურისტების ვერტმფრენი ჩამოვარდა

ალტაის რესპუბლიკაში, რუსეთში ტურისტული ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას გამოცემა Interfax ავრცელებს. Mi-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელსაც რუსი ტურისტების ჯგუფი გადაჰყავდა, დაშვებისას ელექტრონულ სადენებს გამოედო და სოფელ ტუნგურთან ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. Interfax-ის ცნობით, მომხდარს ადასტურებს რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია