შაბათი, ივლისი 18, 2026

„დამთავრდა რეორგანიზაცია“ – თეა წულუკიანის ორსიტყვიანი პასუხი


„დამთავრდა რეორგანიზაცია“ – თეა წულუკიანის ორსიტყვიანი პასუხი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მხოლოდ ორი სიტყვა გაიმეტა „გურია ნიუსის“ კითხვაზე. დღეს, როდესაც თეა წულუკიანი ოზურგეთში იმყოფებოდა, თბილისში, კულტურის სამინისტროსთან აქცია სახელწოდებით _ „არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს“ უკვე დასრულებული იყო. სწორედ კინოცენტრთან დაკავშირებით კითხვაზე გვინდოდა, მიგვეღო თეა წულუკიანისგან კომენტარი. თეა წულუკიანმა კი მხოლოდ ეს გვითხრა: „დამთავრდა რეორგანიზაცია“. [simple-author-box]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია