შაბათი, ივლისი 18, 2026

დამანგრეველი მიწისძვრიდან 13 დღის შემდეგ, გაზიანთეფში სამაშველო სამუშაოები დასრულდა


დამანგრეველი მიწისძვრიდან 13 დღის შემდეგ, გაზიანთეფში სამაშველო სამუშაოები დასრულდა

თურქეთში, დამანგრეველი მიწისძვრიდან 13 დღის შემდეგ, სტიქიის ეპიცენტრში, გაზიანთეფის პროვინციაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. როგორც ქვეყნის გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა მურატ ქურუმმა განაცხადა, გაზიანთეფში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დროებითი თავშესაფრის საჭიროებისთვის 25 ათასი კარავია გაშლილი. მისივე თქმით, ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას მუდმივი საცხოვრებელი კორპუსების შექმნაზე:"ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი საკონტეინერო ქალაქების, ასაწყობი სახლებისა და ქვის მასალისგან დამზადებული დროებითი საცხოვრებელი ფართების მშენებლობას". შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრებს 46 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია