- ივნისი 08, 2026
დაკარგული 11 წლის გოგონა იპოვეს
- ივნისი 17, 2023
- , პოლიტიკა
11 წლის მარიამ ბარაბაძე, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში თბილისში ეძებდნენ, იპოვეს, _ იუწყება 1tv.ge. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს. სამართალდამცველები მოზარდის სამძებრო ღონისძიებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. 11 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო მოსახლეობაც.