შაბათი, ივლისი 18, 2026

დაინფიცირების შედეგად გარდაცვალების ახალი შემთხვევები ლანჩხუთში


დაინფიცირების შედეგად გარდაცვალების ახალი შემთხვევები ლანჩხუთში

ლანჩხუთში კორონავირუსით გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა. „გარდაცვლილები კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ. ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები არიან. ერთი გარდაცვლილია კაცია, ერთი კი ქალი. ცალ-ცალკე კონტაქტები არიან, ერთმანეთთან კავშირი არ ჰქონიათ. ქალბატონი მძიმე მდგომარეობაში იყო, დიდ ხანს მკურნალობდა. რაც შეეხება მამაკაცს, კლინიკას გვიან მიმართა“,_ ამბობს მენაღარიშვილი. სულ ლანჩხუთში 42 ადამიანია კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილი. [sexy_author_bio]



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია