- ივნისი 08, 2026
დაიკითხება თუ არა ირაკლი კობახიძე მზია ამაღობელის საქმეზე
- აპრილი 28, 2025
- , პოლიტიკა
ამ წუთებში ქალაქ ბათუმის საქალაქო სასამართლოში “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს შესთავაზეს, დაიკითხოს „ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვინაიდან მან რამდენიმე დღის წინ ვრცლად ისაუბრა მზია ამაღლობელის საქმეზე. "მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, მან ბრალი დასდო ამაღლობელს, რომ იგი მოქმედებდა დავალებით და ა. შ." _ თქვა მზია ამაღლობელის ადვოკატმა. ადვოკატები, ასევე, სვამენ კითხვას, რატომ ჰქონდა მზია ამაღლობელის საქმეზე პრემიერ-მინისტრს წვდომა. პროკურორი ეწინააღმდეგება ამ შუამდგომლობას, საქმის მოსამართლე კი ამ წინადადებაზე გადაწყვეტილებას შემდეგ სასამართლო პროცესზე გამოაცხადებს.