შაბათი, ივლისი 18, 2026

დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი _ რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა


დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი _ რუსეთმა კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა

რუსეთის არმიამ კრივი რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი ამბობს, რომ თავდასხმა საღამოს საათებში მოხდა და იერიშის შედეგად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. კერძოდ, დაზიანდა 5-სართულიანი სასტუმრო, ადგილზე გაჩნდა ხანძარი. მაშველებმა მოქალაქეების ნანგრევებიდან გამოყვანის პროცედურა მალევე დაიწყეს და ყველა დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის მცირეწლოვანი ბავშვია.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია