- ივნისი 08, 2026
დაგროვებითი პენსია _ 6,139 ადამიანზე 17,515,264.33 ლარი გაიცა
- ნოემბერი 13, 2023
- , პოლიტიკა
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 4.027 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 708 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციითვე, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 457 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 6,139 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 17,515,264.33 ლარს შეადგენს.