შაბათი, ივლისი 18, 2026

დაგიბრუნდებათ თუ არა კომუნალურებში გადახდილი თანხის 50%? – სემეკ-ი საზოგადოებას აფრთხილებს


დაგიბრუნდებათ თუ არა კომუნალურებში გადახდილი თანხის 50%? – სემეკ-ი საზოგადოებას აფრთხილებს

ბოლო დღეებია მოქალაქეები სმს შეტყობინებებით იღებენ შეთავაზებას, რომ გადასახადების გადახდისას თანხის 50% უკან დაუბრუნდებათ. ლინკი კი საიდანაც გადახდა უნდა განახორციელონ, სმს შეტყობინებაშია. შეესაბამება თუ არა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს ? ანუ დაგიბრუნდებათ თუ არა გადახდილი თანხის 50%? - ამის შესახებ სემეკ-ში ამბობენ, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მომხმარებლებს მოუწოდებენ, არ ისარგებლონ მითითებული შეტყობონებით. "ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით და არ შეიყვანონ სააბონენტო თუ პირადი მონაცემები. კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგის, ბუნებრივი გაზი, წყალი) კომპანიებთან რაიმე ტიპის შეღავათთან დაკავშირებით შეთანხმება ან კომუნიკაცია არ განხორციელებულა. მიმდინარეობს საკითხის მოკვლევა. მონაცემები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში არსებული გარემოების შესასწავლად",_ ნათქვამია სემეკ-ის განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია