შაბათი, ივლისი 18, 2026

დაღუპულია 9 ადამიანი, დაშავებულია 800-ზე მეტი _ ძლიერი მიწისძვრა ტაივანში


დაღუპულია 9 ადამიანი, დაშავებულია 800-ზე მეტი _ ძლიერი მიწისძვრა ტაივანში

ტაივანში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ 120-ზე მეტი ადამიანი შენობების ნანგრევებსა და გვირაბებშია მოყოლილი. ადგილობრივი საგანგებო სამსახურების ცნობით, 77 მათგანი ჰუალიენის რაიონში, მთებში გამავალ ორ გვირაბშია მოყოლილი. ტაივანში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, ბოლო მონაცემებით, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 800-ზე მეტი კი დაშავდა. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში კუნძულზე ყველაზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იყო. კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრას ასობით მეწყერი მოჰყვა.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია