შაბათი, ივლისი 18, 2026

დაღუპულია 10 ადამიანი _ ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარს ებრძვიან


დაღუპულია 10 ადამიანი _ ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარს ებრძვიან

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძარს ებრძვიან. ამ დროისთვს არსებული ინფორმაციით დაღუპულია 10 ადამიანი. ოლქის სამედიცინო ექსპერტიზაში აცხადებენ, რომ ამ ადამიანების ნეშტების იდენტიფიცირება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რასაც შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, დააკავეს მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ეჭვმიტანილია ხანძრის გაჩენაში ქალაქის ვუდლენდ ჰილზის რაიონში, თუმცა დაკავებულის ბრალეულობის დადასტურება პოლიციას ჯერ არ შეუძლია და გამოძიებას აგრძელებს. ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა განადგურდა. ევაკუაციის განკარგულება 180 000-მდე ადამიანისთვის გაიცა, 200 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია