- ივნისი 08, 2026
დაახლოებით მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის ტარიფის ნამატზე სუბსიდიას მიიღებს
- იანვარი 17, 2022
- , პოლიტიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს შეადგენს. „მოგეხსენებათ, რომ ეს პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი, ახლა იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის იმ ფენას, ვინც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პროგრამა იანვრიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში იმოქმედებს.