- ივნისი 08, 2026
ცვლილებები “ოცნებაში”- პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს
- აპრილი 30, 2025
- , პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. დამტკიცდა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება 7 მაისს, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. სხდომაზე ასევე დამტკიცდა, რომ განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, რომელიც 7 მაისის ყრილობაზე დამტკიცდება",_ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.