შაბათი, ივლისი 18, 2026

ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს – ელენე ხოშტარია


ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს – ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ საერთო სისუსტეს გრძნობს, თუმცა დრამატული მდგომარეობა არ არის. მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა. "გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია. წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს; გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია; პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში; დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ. ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში",- წერს ელენე ხოშტარია Fაცებოოკ-ზე შეგახსენებთ, უკვე მე-5 დღეა ელენე ხოშტარია საკანონმდებლო ორგანოში შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია