- ივნისი 08, 2026
ჩხუბმა რესტორნიდან ქუჩაში გადაინაცვლა- დაკავებულია 1 პირი
- ოქტომბერი 02, 2022
- , პოლიტიკა
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ბათუმში. პუშკინის ქუჩაზე მდებარე რესტორან “ხინკლის გემო”- ში ერთმანეთს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ათეულობით ახალგაზრდა დაუპირისპირდა. ინფორმაციას "აჭარა ნიუსი" ავრცელებს. გავრცელელბული ინფორმაციით, ინციდენტის მონაწილეებმა ქუჩაში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. პოლიციამ ინციდენტის მონაწილე ერთი პირი დააკავა.