შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩვენთან ,,რეპეტიტორობა” არ მოსულა _ ქვაბღის სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს ულოცავს


ჩვენთან ,,რეპეტიტორობა” არ მოსულა _ ქვაბღის სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს ულოცავს

ქვაბღის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ფაილოძე სოციალური ქსელის საშუალებით სკოლის კურსდამთავრებულებს ერთიანი ეროვნული გამოცდებზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიღებულ შედეგებს ულოცავს. "ჩავაბარეთ ქართული ყველანაირი ხელისშემშლელი პირობების _ რომელიც მთიან სოფელში ცხოვრებას ახლავს, პანდემიის, დისტანციური სწავლების მიუხედავად. დიანა ბერიძე _ 39, დათო ბერიძე _ 35, ნინო ირემაძე _ 35 და ნანა დუმბაძე _33. ყოჩაღ, ბავშვებო, ჩვენთან ,,რეპეტიტორობა" არ მოსულა. გილოცავთ და მიხარია", _ წერს სკოლის დირექტორი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია