- ივნისი 08, 2026
“ჩვენ არ გავტყდებით!” – საბა ჯიქიას წერილი ციხიდან
- ივნისი 19, 2025
- , პოლიტიკა
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა ჯიქიას წერილი ციხიდან: “მეგობრებო, თანამებრძოლებო, მადლობელი ვარ თქვენი თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის. მიზეზი იმისა, რომ ჩვენ სასამართლო დარბაზში ღიმილით შემოვდივარ, ხართ თქვენ. ყურები არ ჩამოუშვათ და არ დაყაროთ ფარ-ხმალი, რადგან ყველაფერს აქვს აზრი, მითუმეტეს ბრძოლას და თუ ბრძოლაა, მაშინ იყოს ბოლომდე! ჩვენ არ გავტყდებით”. – წერს საბა ჯიქია. ჯიქია გომელაურის პოლიციამ 5 დეკემბერს დააკავა. 2006 წელს დაბადებულ ახალგაზრდას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.