შაბათი, ივლისი 18, 2026

ჩოხატაურში, მრავალბინიან კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია


ჩოხატაურში, მრავალბინიან კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია

ამ წუთისთვის ხანძარი ჩოხატაურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიან კორპუსში ლოკალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი მეორე სართულზე მდებარე ბინაში გაჩნდა და მესამე-მეოთხე სართულებზე გავრცელდა. სრულიად განადგურებულია კორპუსში მდებარე 3 ბინა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. აქ იმყოფებოდნენ მუნიცუპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.



მსგავსი სიახლეები

ყველა უფლება დაცულია